15-წლიანი პატიმრობა ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებს - პუტინი კანონებს ამკაცრებს

05 მარტი 2022, 13:39 1062 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება 15 წლამდე პატიმრობით დაისჯება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტი რუსმა დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს.

როგორც BBC იუწყება, რამდენიმე დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება იძულებული გახდა, დახურულიყო მას შემდეგ, რაც კრემლის მიერ წოდებულ „სპეციალურ ოპერაციას უკრაინაში" შეჭრა, ან ომი უწოდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში