უკრაინაში 4 ქართველი სამხედრო დაიჭრა

13 მარტი 2022, 16:36 1900 ნახვა

უკრაინაში 4 ქართველი სამხედრო დაიჭრა. რუსმა ოკუპანტებმა მათ ჩასაფრება დონეცკის ოლქში მოუწყვეს. ოთხივე ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინულ არმიას, რომლის შემადგენლობაში ქართველებიც არიან, ცეცხლი ხმელეთიდან და ციდან ერთდროულად გაუხსნეს.

დაიღუპა ერთი უკრაინელი სამხედრო და განადგურდა უკრაინის მხარის სამხედრო ტექნიკა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში