ვის რა დანაკარგი აქვს ომში - რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის შესახებ

13 მარტი 2022, 16:54 1389 ნახვა

უკრაინული და რუსული მხარეები მოწინააღმდეგის დანაკარგების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებენ.

უკრაინის მხარის ინფორმაციით, მათ მოკლეს 12 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, ასევე გაანადგურეს 374 ტანკი, 1 226 ჯავშანტექნიკა და 140 საარტილერიო სისტემა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო Interfax-ი კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მისმა ძალებმა გაანადგურეს უკრაინის 3 687 სამხედრო ობიექტი, ასევე 99 თვითმფრინავი, 1 194 ტანკი და ჯავშანტექნიკა, ასევე 443 საველე საარტილერიო იარაღი.

როგორც BBC-ი წერს, მათ ვერცერთი მხარის განცხადება ვერ გადაამოწმეს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში