ლატვია ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზების მუდმივად განთავსებას ითხოვს

13 მარტი 2022, 22:35 972 ნახვა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში ამერიკული ჯარის შეყვანა მოითხოვა. ამის შესახებ მან რიგაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ბოლო დროის მოვლენების შემხედვარე, მოხარულები ვიქნებოდით ლატვიაში ამერიკული სამხედრო ძალების მუდმივად ყოფნით“, - განაცხადა რინკევიჩმა.

„უკვე აღარ გვაქვს ილუზიები პუტინის რუსეთთან დაკავშირებით. ნამდვილად ვეღარ ვხედავთ მიზეზებს ვივარაუდოთ, რომ რუსეთმა შეიძლება შეცვალოს თავისი პოლიტიკა“ , - განმარტა მინისტრმა.

დღესვე ბლინკენი ლიტვაშიც ჩავიდა, სადაც განაცხადა, რომ ნატო, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღებასთან დაკავშირებით, გააგრძელებს აღმოსავლეთ მიმართულებას.

შეგახსენებთ, რომ აშშ, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების ფარგლებში, ლიტვაში 400 სამხედროს გააგზავნის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში