არ არის სიმართლე, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და ალიანსი რუსეთთან - პრეზიდენტი

15 მარტი 2022, 22:06 598 ნახვა

არ არის სიმართლე, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს, რადგან რამდენიმე საერთაშორისო სანქციების მონაწილე უკვე ვართ; ამასთან, საქართველოს დაწესებული აქვს საკუთარი სანქციები, ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, არ გვაქვს ალიანსი რუსეთთან, - განაცხადა "სიენენთან“ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე განცხადებით, საქართველოს რამდენიმე საერთაშორისო სანქციების მონაწილე უკვე არის და საქართველოს დაწესებული აქვს საკუთარი სანქციები.

„არ არის სიმართლე, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს, რადგან რამდენიმე საერთაშორისო სანქციების მონაწილე უკვე ვართ; ამასთან, საქართველოს დაწესებული აქვს საკუთარი სანქციები, ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, არ გვაქვს ალიანსი რუსეთთან. გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია; ამიტომ ჩვენ განსხვავებულ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ევროპული ქვეყნების უმეტესობა, არ ვართ დაცული ნატოს მე-5 მუხლით. ჩვენ ნამდვილად წინა ხაზზე ვიმყოფებით ევროპელი მოკავშირეების სოლიდარობაში, მაგალითად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც რეზოლუციები იქნა მიღებული, ჩვენ თანასპონსორები ვართ; ამიტომ ვფიქრობ, საქართველო იქ არის, სადაც უნდა იყოს და ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ იქ ჩვენს პარტნიორებთან ერთად; ასევე, გავაგრძელოთ ასოცირებულ ტრიოსთან ერთად, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ჩვენი გზა ევროპული ინტეგრაციისკენ და ვფიქრობ, ახლა ახალი ვითარებაა ევროპაში, არა მხოლოდ სანქციების მიმართ ერთიანობის კუთხით, არამედ ახალ აღქმასთან მიმართებაში, რომ რამე უნდა გაკეთდეს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც სადღაც შუაში არიან; შესაძლოა, არსებობდეს გრძნობა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის გრძელი და ბიუროკრატიული, ამიტომ არის ახალი იდეები; შეიძლება, იყოს ახალი პოლიტიკური პოზიცია და ღიაობა ჩვენი, ყველას მიმართ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში