პარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

17 მარტი 2022, 12:02 881 ნახვა

ნდობის ჯგუფის ფორმატის შემდეგ ვახტანგ გომელაური დღეს პარლამენტში ისევ მივა, თუმცა ამჯერად  შინაგან საქმეთა მინისტრს  “მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ.  

ამის გამო, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შენობაში შესვლა შეზღუდული იქნება, თუმცა ეს არ ეხებათ ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება გომელაურის დღევანდელ გამოსვლას, ქვეყნის პირველი პოლიციელი უწყების გაწეული მუშაობის ანგარიშს წარუდგენს  დეპუტატებს და გეგმებზეც ისაუბრებს. უკვე ცნობილია იმ კითხვების შინაარსი, რომლებსაც გომელაურს კანონმდებლები დაუსვამენ.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში