საკონსტიტუციო ცვლილებები - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის და დეპუტატების პოზიციები

22 მარტი 2022, 15:02 927 ნახვა

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებებზე საქართველოს პარლამენტმა მუშაობა დღეიდან დაიწყო. დოკუმენტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა.

ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის პროცედურებს ეხება. 

დღეს მოქმედი კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის ნორმის გასაჩივრება ხდება და არა - კონკრეტული ქმედების.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ცვლილებები პრეზიდენტის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

ოპოზიციაში კი პირიქით ფიქრობენ. ისინი კი ამ ინიციატივას პრეზიდენტის უფლებამოსილების შესუსტების მცდელობად აფასებენ.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში