“ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა გადადო

29 მარტი 2022, 20:35 755 ნახვა

პარლამენტში „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ორი კვირით გადაიდო. გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. მმართველი გუნდი ამ ვადაში ოპონენტებს სამართლებრივი არგუმენტების წარდგენას სთხოვს, თუ რატომ არ უნდა იყოს ცვლილებები მიღებული და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანილი. ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იგეგმებოდა. ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის საფუძველი შეიძლება გახდეს – „მოქმედება ან უმოქმედობა“.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში