შეხვედრა საოლქო საარჩევნო კომისიაში

05 აპრილი 2022, 19:46 9828 ნახვა

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათუმი საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებული 21 საჩივარი ორსაათნახევარში განიხილა და მათგან მხოლოდ სამი დააკმაყოფილა. მათ შორის „სამართლიანი არჩევნების, რომელსაც სულ 7 საჩივარი ჰქონდა.  მათ უმრავლესობაზე არასამთავრობო ორგანიზაცია კომისიის წევრების დისციპლინურ პასუხისმგებლობას მოითხოვდა. სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე არაერთი დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა და ასევე საუბნო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან აგიტაცია. საჩივრები ჰქონდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, თუმცა კომისიის წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით არცერთი მათგანი არ დააკმაყოფილდა. ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომსიამ საჩივრების განხილვა დაასრულა. დარჩენილია მხოლოდ 9 საჩივარი, რომელიც ადმინისტრაციულია და კანონის შესაბამისად მას  ოლქის თავმჯდომარე განიხილავს. საჩივრების გასაცნობად და გადაწყვეტილების მისაღებად ციალა შავძეს ერთი თვე აქვს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში