ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკა - პროგრამა გრძელდება

08 აპრილი 2022, 18:31 859 ნახვა

ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკა  აჭარაში გრძელდება. 6 დან 12 წლამდე მოზარდები უფასოდ მიიღებენ ალერგოლოგის კონსულტაციას, გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევას და არაინფექციური ალერგენებით კანის პრიკ ტესტი ჩაუტარდებათ. გარდა ამისა პროგრამის ფარგლებში სისხლის შრატში საერთო იმუნო გლობულინის განსაზღვრა მოხდება. პროგრამა მიმდინარე წელს 450 მოზარდზეა გათვლილი. ისინი ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე გახდებიან პროგრამის მონაწილეები. აღსანიშნავია, რომ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი პროგრამას გასულ წლებში ახორციელებდა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი