ქობულეთში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

12 აპრილი 2022, 18:28 2932 ნახვა

ქობულეთის სოფელ ლეღვაში, ჩეხედანას უბანში  29-წლის კაცს, მეზობელმა ნაჯახით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ლეღვაში მერის წარმომადგენელმა დაგვიდასტურა, რომ დამნაშავე სამართალდაცმეველებს თავად ჩაბარდა და შემთხვევის ადგილიდან სწორედ ნაჯახი ამოიღეს. დაშავებული, ქობულეთის ევექსის ჰოსპიტალშია მოთავსებული, ჩაუტარდა ოპერაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 117-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ჯანმრთელობის განძრახ, მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში