დეპუტატი ექიმები სააკაშვილის გასინჯვას არ აპირებენ

05 მაისი 2022, 20:34 853 ნახვა

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი,  დეპუტატებს, რომლებიც სამედიცინო სფეროს წარმოადგენენ მისი მდგომარეობის შესაფასებლად და მოსანახულებლად, რუსთავის ციხეში ელოდება.  პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კი როგორც ექიმმა, ექს პრეზიდენტს მოუწოდა გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას, ხოლო როგორც პოლიტიკოსმა მოუწოდა პასუხისმგებლობა აიღოს პოლიტიკურ მოღვაწეობაზე. მისი თქმით, დეპუტატებს ციხეში სტუმრობის პრობლემა არ ჰქონიათ და არც ახლა აქვთ, უბრალოდ მოცემულ მომენტში ამის საჭიროებას ვერ ხედავენ. ასევე, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სააკაშვილი თვითგვემას აწარმოებს. მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე კითხვები აქვს ოპოზიციის ნაწილსაც, ნაწილი კი მის მონახულებას გეგმავს

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში