უკრაინის ძიუდოს ნაკრები თბილისის გრანდ სლემზე იასპარეზებს

15 მაისი 2022, 11:52 457 ნახვა

თბილისის ძიუდოს გრანდ სლემზე უკრაინის ნაკრები დარეგისტრირდა.
უკრაინის დელეგაცია საქართველოს დედაქალაქში 13 სპორტსმენით ჩამოვა.

აქედან 10 მამაკაცთა, ხოლო 3 ქალთა კატეგორიაში იასპარეზებს.

ტურნირის განაცხადში  უკრაინის ქალთა ნაკრების ლიდერი დარია ბილოდიდიც არის.

თბილისის გრანდ სლემზე რეგისტაცია ასევე გაიარა იაპონიის ნაკრებმაც. ძიუდოს სამშობლოდან საქართველში 5 ძიუდოსტი ჩამოვა.

თბილისური გრანდ სლემი 25 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა რუსების მიერ უკრაინში დაწყებული ომის გამო ტურნრი გადაიწია და 3-5 ივნისს ჩატარდება.

ამ დროისთვის თბილისის გრანდ სლემზე 4 კონტინენტის 32 ქვეყნა და მათი  270 ძიუდოსიტი არის დარეგისტრირებული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში