საფრთხის შემცველი გზის მონაკვეთი - მოსახლეობის მოთხოვნა

17 მაისი 2022, 14:31 929 ნახვა

მოსახლეობა სოფელ ლეღვას ცენტრში არსებულ სკვერთან სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობას და გზის მოწესრიგებას ითხოვს.

ამბობენ, რომ ოზურგეთი-ქობულეთის ცენტრალური საავტომობილო გზასთან მდებარე მოსასვენებელი ზონა საფრთხის შემცველია. მათი ინფორმაციით, იყო შემთხვევები, როდესაც გზიდან ასხლეტილი კენჭი მოზარდებს მოხვდა.

ქობულეთის მერის მოადგილე ამბობს, რომ გზის ამ მონაკვეთის მოვლა-პატრონობა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეკუთვნის და მათთან კოორდინირებით შეისწავლიან და უახლოეს მომავალში გზაზე შემზღუდავ ბარიერებსაც გააკეთებენ.

სოფელ ლეღვას ცენტრში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდა, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან დაახლოებით 170 ათასი ლარი გამოიყო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში