სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

17 მაისი 2022, 20:32 1126 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო გამოკვლევა ხვალ დასრულდება,- ინფორმაცია მედიას, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა მიაწოდა.ნიკოლოზ ყიფშიძის განმარტებით, დღის განმავლობაში ორ კვლევაზე მეტი ვერ კეთდება, ვინაიდან აღნიშნულის საშუალებას ხანდახან, პაციენტის მდგომარეობა ვერ იძლევა. ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოინახულა. თუთბერიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ნევროლოგიური მაჩვენებლები გაუარესებული აქვს. ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სისუსტე და ვერ იღებს საჭმელს. მისივე განმარტებით, ადმინისტრაციამ გასცა თანხმობა ყველა იმ ვიზიტორზე, რომლის დაშვებასაც კანონი ითვალისწინებს და საფრთხეს არ შეუქმნის მიხეილ სააკაშვილს. თუმცა, უფლებადამცველისთვის გაუგებარია, პენიტენციური სამსახურისგან რატომ არ არის გაცემული თანხმობა პირად ექიმ ნოკოლოზ ყიფშიძეზე.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი