მკვლელობის ბრალდება არასრულწლოვანს

01 ივნისი 2022, 19:47 1154 ნახვა

არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ასევე არასრულწლოვანს წარუდგინეს ბრალდება. გამოძიების ინფორმაციით, 30 მაისს, თბილისში,  დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარი გარჩევისა და ჩხუბის დროს, ბრალდებულმა, განზრახ მოკვლის მიზნით,  15 წლის მოზარდს  დანით ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.  სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. გამოძიება კი გრძელდება

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში