ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა 

14 ივნისი 2022, 10:25 4016 ნახვა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ციხისძირში. ავარიის შედეგად კიდევ 2 მგზავრი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავებულები, გვიან ღამით, ქობულეთის ,,ევექსის'' კლინიკაში გადაიყვანეს. 

51 წლის კაცს, აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის მოტეხილობა, მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. გამოკვლევების შემდეგ კი, პაციენტი კატასტროფის ბრიგადამ ბათუმის "რეფერალურ" საავადმყოფოში გადმოიყვანა.

მეორე დაშავებული 16 წლის გოგონას მდგომარეობა სტაბილური იყო და ბინაზე გაეწერა. 

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით ცალმხრივად იყო გადაკეტილი. 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში