საქართველომ კანდიდატის სტატუსისთვის 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს

17 ივნისი 2022, 18:10 1702 ნახვა

ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს პირობების შესრულების შემდეგ მიანიჭებს. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებით, საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯია, რომ მას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.

დოკუმენტის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ აუცილებლობაა, გადაიჭრას პოლიტიკური პოლარიზაცია და გაძლიერდეს დემოკრატიული ზედამხედველობა.

აქვე ნათქვამია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კორუფციასთან საბრძოლველად, ჯერ კიდევ მეტია გასაკეთებელი ანტიკორუფციული პროცესებისა და მათი ეფექტურობის გასაძლიერებლად.  საქართველო კი არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც მოწოდებულია ხელი შეუწყოს იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი.

საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანა ყველა ობიექტური კრიტერიუმით პირველ ადგილზეა, არსებულ არაორდინალურ პოლიტიკურ ვითარებაში კი, ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას აქვს თავისი ლოგიკური პოლიტიკური ახსნა.

აქ გული წყდებათ, რომ 14 და მითუმეტეს, 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლი, დაღვრილი სისხლი და 300 ათასი დევნილი ევროპელი პარტნიორებისთვის, სამწუხაროდ, აქტუალური აღარ არის.

ოპოზიცია კი ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას და ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში