მუჰაჯირები საქართველოში - შეხვედრა მწერალთა სახლში

21 ივნისი 2022, 11:04 540 ნახვა

ძველ ქართველთა სათვისტომოსთან შეხვედრა გაიმართა აჭარის მწერალთა სახლში. დელეგაცია თურქეთიდან ჩამოვიდა. ამბობენ, რომ საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ქართველებთან დამეგობრება და საკუთარი წინაპრების ისტორიის უკეთ გაცნობაა. დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა კუთხისა და კულტურული ძეგლების მონახულება. 

დელეგაციის წევრთა დიდი ნაწილი კარგად ფლობს ქართულ ენას. შეხვედრაზე ჩამოიტანეს მათ მიერ გადათარგმნილი წიგნები და ენციკლოპედია.

მუჰაჯირები ძირითადად ქედისა და მაჭახლის ხეობის მკვიდრები არიან.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში