ხმაური და დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე

28 ივნისი 2022, 14:58 2124 ნახვა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე. ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის და მმართველი პარტიის დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

დროებით სხდომის შეჩერებაც გახდა საჭირო. ხმაური საკრებულოს წევრების მხრიდან ერთმანეთის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს მოჰყვა.  

ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ ლაშა კომახიძემ სხდომაზე რეგლამენტის გარეშე სიტყვა ითხოვა, რაც ფრაქციის თავმჯდომარემ ქართული ოცნებიდან, გიორგი გოგიტიძემ  გააპროტესტა და აღნიშნა, რომ დასმული საკითხი რეგლამენტის მიხედვით არ იყო სხდომაზე გათვალისწინებული.

კამათის მიზეზი გახდა სხდომაზე ენმ  განცხადებაც, მათ კორუფციაში დასდეს ბრალი ოპონენტებს.   

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში