ხელისუფლება გერმანიის ელჩის წინააღმდეგ

16 ნოემბერი 2025, 11:57 101 ნახვა

რამდენიმე დღეა ოფიციალური თბილისი გერმანიის ხელისუფლებისგან განმარტებებს ელოდება.

საქმე ეხება გერმანიის ელჩის რუსთაველის გამზირზე გამოჩენას და იმ ფოტოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფოტოს ავტორის თქმით, პეტერ ფიშერმა აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა.

ბერლინში საკონსულტაციოდ გაწვეული და ცოტა ხნის წინ დაბრუნებული ელჩის ქმედებამ „ქართული ოცნების“ რიტორიკა კიდევ უფრო გაამწვავა.

მმართველ გუნდს აინტერესებს, რა დავალებით და გზავნილებით დააბრუნეს გერმანიიდან საქართველოში ელჩი, რომელიც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში არაერთხელ დაადანაშაულეს და გაწვევამდე საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაიბარეს.

პეტერ ფიშერის ქმედებაში არადიპლომატიურს ვერაფერს ხედავს ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას ელჩზე მორიგ თავდასხმაში ადანაშაულებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე