იტალიაში ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვაა

10 ივლისი 2022, 14:30 879 ნახვა

ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვა იტალიაში. ქვეყნის ყველაზე დიდი მდინარე პო შრება, რასაც სპეციალისტები  გაზაფხულზე და ზაფხულზე ნალექის სიმცირეს, მაღალ ტემპერატურას და ზამთარში თოვლის ნაკლებობას უკავშირებენ.

ქვეყნის ხუთ რეგიონში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული,  ათ მუნიციპალიტეტში კი შეზღუდვები დაწესდა წყლის მოხმარებასთან დაკავშირებით.

მდინარის დაშრობამ რიგ რეგიონებში მოსავლის განადგურება გამოიწვია.

ადგილობრივი ფერმერების ინფორმაციით, დაშრობის გამო მდინარის რამდენიმე მონაკვეთზე ზღვის მარილიანი წყალი შევიდა, რაც საზიანოა მოსავლისთვის. მდინარე პო ალპებიდან ადრიატიკის ზღვამდე, 650 კილომეტრის მანძილზე მიედინება. ის სასოფლო-სამეურნეო ათასობით ჰექტარი მიწის მოსარწყავად გამოიყენება.

მასზე იტალიის სოფლის მეურნეობის სექტორის თითქმის მესამედია დამოკიდებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში