სახელოვნებო საღამო ბსუ-ში

12 ივლისი 2022, 19:24 1047 ნახვა

ფოლკლორული საღამო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აუდიტორიის წინაშე ოზურგეთის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „რეხეული“ სოლო კონცერტით წარსდგა. საათნახევრიანი პროგრამა ქართულ ფოლკლორს, ქართულ გალობასა და ქართულ მუსიკას მოიცავდა. ღონისძიება ოზურგეთის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. მსგავს კონცერტს ანსამბლი აგვისტოში  საზაფხულო თეატრის სცენაზე გეგმავს.

 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში