ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკურ საკითხთა კომისის სხომა

18 ივლისი 2022, 17:30 764 ნახვა

ბათუმის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ  7 ძირითადი და 5 დამატებითი საკითხი განიხილა. ძირითად საკითხებს შორის, რომელსაც კენჭი უყარეს  ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების გეგმის, ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლებისა და სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცება იყო.  საკითხს ოპოზიციასა და მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.  ოპონენტებმა  ხვალინდელი საკრებულოს სხდომიდან დღის წესრიგით გათვალისწინებული  საკითხის ამოღება მოითხოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა  რეზო ხარაზმა აღნიშნულ პროექტს კორუფციული სქემა უწოდა.  მისივე თქმით, სათათბირო საბჭო, რომელმაც უნდა განიხილოს ავარიული სახლების  საკითხები, საკრებულოს ჩართულობა  მხოლოდ ფორმალურია.  საზოგადოება  ბათომის წევრის  ნათია აფხაზავას რწმუნებით კი აღნიშნული პროექტი მხოლოდ ბიზნესზეა გათვლილი.   აღნიშნულ შენიშვნებს მერიიის ადმინისტრაციის უფროსმა უპასუხა. ნუკრი დეკანაძემ  მათ შენიშვნებს უარგუმენტო უწოდა  და   როგორც განმარტა, ავარიული სახლების პროექტი  კორუფციულ, ნიშნებს არ შეიცავს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში