სოსო გოგაშვილს პატიმრობა შეეფარდა

18 ივლისი 2022, 19:08 501 ნახვა

სოსო გოგაშვილისთვის შეფარდებულ პატიმრობას ადვოკატი გაასაჩივრებს. დაცვის მხარის მოთხოვნა დღევანდელ პროცესზე გირაო იყო. სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სასამართლო დახურულ რეჟიმში ჩატარდა. პროკურორმა შუამდგომლობის საფუძვლად  საქმის მასალებში გრიფირებული დოკუმენტების არსებობა დაასახელა.  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელებასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედავება საგამოძიებო უწყება. 3 მუხლით წარდგენილი ბრალდებით, სოსო გოგაშვილს 3-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება. სახელისუფლებო პარტიაში მიიჩნევენ, რომ „ქართულ ოცნებას“ სამხილებელი არაფერი აქვს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში