სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

27 სექ 2022

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს შუახევში. 

შუახევის მერიისა და საკრებულოს წევრებმა მემორიალთან, აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ფრიდონ მახარაძე კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ფრიდონ მახარაძე 1993 წლის 27 სექტემბრიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. ფრიდონ მახარაძის სახელის უკვდავსაყოფად შუახევის მუნიციპალიტეტის მახალაკიძეების საჯარო სკოლა ქართველი ჯარისკაცის სახელს ატარებს.

მერიისა და საკრებულოს წევრები დღეს ფრიდონ მახარაძის ოჯახშიც იმყოფებოდნენ.