ახალი ნაგვის ურნები ქედის სოფლებში 

28 სექ 2022

ქედის სოფლებში ახალი ნაგვის ურნები განთავსდა. მერიამ შპს ''ქედის კომუნალურ სერვის'' 38 ახალი ნაგვის ურნა იმ ობიექტებისთვის გადასცა, სადაც დაზიანებული იყო. 

ნაგვის ურნები ზამთარში თოვლმა დააზიანა.   ქედის 64-ვე სოფელში ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის მუნიციპალიტეტს ორი ნაგავმზიდი ემსახურება.

ახალი ურნებისთვის 29 ათას 700 ლარი დაიხარჯა.