შეხვედრა მინი ფეხბურთში გამარჯვებულ გუნდთან

03 ოქტ 2022

ქედის მერი  მინი ფეხბურთში გამარჯვებულ გუნდს შეხვდა და წარმატება მიულოცა. მოყვარულთა გუნდმა მინი ფეხბურთში აჭარის პირველობა მოიპოვა. სულ 14 მატჩი  ჩატარდა,  ქედის გუნდმა  კი 14-ვე მოიგო.

გამოვლინდა ტურნირის ბომბარდირი, საუკეთესო მცველი და საუკეთესო ფეხბურთელიც. გამარჯვებულებს  ჯილდოები  და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.