მხიარულთა და საზრიანთა კლუბების შეხვედრა

29 ნოე 2022

მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი გაიმართა ქედაში. იუმორისტული ნომრების კონკურსში  ექვსი საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

კონკურსანტები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. შეჯიბრის მთავარი პრიზის მფლობელი ქედის საჯარო სკოლის გუნდი გახდა. 

გარდა ამისა თითოეული გუნდიდან შეირჩა საუკეთესო მოთამაშეები, ისინი აჭარის პირველობისთვის იბრძოლებენ.