საიუბილეო საღამო 

21 აპრ 2023

,,სიმღერაა მთელი ჩემი ქონება" - ამ სახელწოდებით საიუბილეო საღამო ჩატარდა ქედაში. ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის " ელესას" წევრი  ნოდარ კახიძე 70 წლის გახდა.   იგი ათეულობით  წელია მოღვაწეობს კულტურის სფეროში,  არის ანსამბლის გამორჩეული ხმა.  

ღონისძიებაზე შესრულდა "ელესას" სიმღერები. საიუბილეო საღამო ქედის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.