სოფელ უჩხითში „ ნაციონალური მოძრაობა“ გზის მოწესრიგებას ითხოვს

16 მაი 2023

ნაციონალური მოძრაობა ქედაში, სოფელ უჩხითში გზის აღდგენას ითხოვს.საკრებულოს დეპუტატის თქმით,გზა მეწყერმა დააზიანა,რის გამოც საავტომობილო მოძრაობა საშიშია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში წერილობით უპასუხეს ენმ-ის ბრალდებებს.უწყების ინფორმაციით, მახუნცეთი-უჩხითის საავტომობილო გზაზე ავტომანქანებით გადაადგილება შეზღუდული არ არის, ხოლო მონაკვეთზე,რომელიც დაიმეწყრა,საყრდენი კედელი უახლოეს პერიოდში მოეწყობა.