ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე | ქედა

01 ივნ 2023

ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობა გაიმართა ქედაში. ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკში ბავშვების გართობაზე დილიდან ანიმატორები და ჯამბაზები ზრუნავდნენ.

მოეწყო ზღაპრის გმირების ფოტოსტენდები.

გაიმართა ქედის მოსწავლე-ახალგაზრდობასთან არსებული ბავშვთა საესტრადო ანსამბლ „ აბადელიას“ კონცერტი.