დეკანოზის საქმის ახალი დეტალები

19 თებ 2017

გიორგი მამალაძეს ბრალი არა კათოლიკოს პატრიარქის, არამედ საპატრიარქოს  მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში ედება. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს დეკანოზის ახალმა ადვოკატმა მიაწოდა. მიხეილ რამიშვილს გაუთქმელობის დოკუმენტზე არ აქვს ხელი მოწერილი, ამიტომ მას აქვს უფლება, რომ საქმეზე ღიად ისაუბროს.