კონცერტი შუახევში

26 ივნ 2023

ღამის 10 საათამდე გაგრძელდა კონცერტი შუახევში, რომელშიც ადგილობრივი გოგონათა ბენდი ''117'' და მოწვეული შემსრულებლები: დუეტი „ლეონი“ და "ბენდი ნალი" მონაწილეობდნენ. აქტივობები იყო ბავშვებისთვისაც.  

ჩატარდა ტანვარჯიშისა და  გიტარაზე დაკვრის  სწავლება.  მოეწყო  ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც. ბავშვებს კი საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა გასართობი აქტივობით ესარგებლათ.