საიჩარისა და გომის მთის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს

26 ივნ 2023

ქედაში მთა საიჩარისა და გომის მთის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს. მთის სეზონზე სამი თვის განმავლობაში ტრანსპორტი მოსახლეობასთან  შეთანხმებით კვირაში თითო მარშრუტს განახორციელებს. მოსახლეობის მოთხოვნით დაგეგმილ დღეებში გომის მთაზე- 10, ხოლო საიჩარზე 12 მარშრუტი შესრულდება. ტრანსპორტის სარგებლობის საშუალება ექნებათ ტურისტებსაც.  ქედის მერია პროგრამას მესამე წელია ახორციელებს, წელს ამისთვის  7 000 ლარი გამოყო.  ქედის მერიის ინფორმაციით,  პროგრამის მიზანი სამთო იალაღებზე დროებითი მცხოვრებლების შენარჩუნება, მეცხოველეობის დარგის განვითარება და სამთო ტურიზმის გააქტიურების ხელშეწყობაა.