სარეაბილიტაციო სამუშაოები ქედაში

26 აგვ 2023

ქედაში აღმაშენებლის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტის საფარი.

ამ ეტაპზე მიმდებარე კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაგეგმილია გარეგანათებების მონტაჟიც. სამუშაოებისთვის 200 000 ლარია გათვალისწინებული.