საკრებულოს სხდომა ქედაში

31 აგვ 2023

საკრებულოს სხდომა გაიმართა ქედაში. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელეს, მათგან ორი საკითხი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების  შპს-ებისთვის  გადაცემას შეეხებოდა, რაც დადებითად შეფასდა.

დეპუტატებმა მოისმინეს საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის მეორე კვარტლის შესრულების ანგარიშიც. ბიუჯეტი ხარჯვის ნაწილში 75 %-ითაა შესრულებული, რაც მომხსენებლის განმარტებით, ძირითადად ტენდერების ჩავარდნამ განაპირობა თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის თქმით,  წლის ბოლომდე ბიუჯეტი შესრულდება.