მასწავლებლების დაჯილდოება ქედაში

01 ნოე 2023

მასწავლებლოს ეროვნული დღე აღნიშნეს ქედაში. ქედის კულტურის სახლში კულტურის სახლთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა, ასევე ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა კონცერტი გამართეს. მერიამ 50 ღვაწლმოსილი პედაგოგი დააჯილდოვა, რომლებიც სხვადასხვა საჯარო სკოლასა, სპორტსკოლსა თუ კულტურის სახლში მუშაობენ. მათ საჩუქრები გადაეცათ.