შუახევის 2024 წლის ბიუჯეტი 21 მილონ 860 ათასს ლარს შეადგენს

20 ნოე 2023

ქობულეთის ანალოგიურად ბიუჯეტი განიხილეს შუახევში. აქ შარშანდელთან შედარებით იგი 2 მილიონითაა გაზრდილი და შესაბამისად რამდენიმე მიმართულებით იქნება მატება. განხილვის დროს ოპოზიცია აღნიშნავდა, რომ ის არ არის ხალხის საჭიროებებზე მორგებული, მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნები კი ინფრასტრუქტურული გარემოს გაუმჯობესებას ეხებოდა.