საკრებულოს სხდომა ქედაში

24 ნოე 2023

საკრებულოს  სხდომა გაიმართა ქედაში. სხდომაზე დეპუტატებმა მოისმინეს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიში, რომლის მიხედვითაც გრანტებიდან მიღებული შემოსავლების გეგმა 5  მილიონ ნახევარზე მეტია, ხოლო შესრულებამ 5  მილიონ 171 ათას 609 ლარი შეადგინა. დეპუტატებმა ანგარიში დადებითად შეაფასეს.

ასევე საკრებულოს სხდომაზე განიხილეს დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც საკრებულოში პრესსამსახურის შტატი დაემატა.