ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილს პატიმრობა შეეფარდა

03 იან 2024

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კოტე ჭილაიამ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ზვიად ბერიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ვერსიით წარსულში არაერთხელ ნასამართლებმა 44 წლის ზვიად ბერიძემ 2024 წლის 1 იანვარს საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკებისას ცოლს დანის დარტყმით დაზიანებები მიაყენა მარცხენა მხრის, ზურგის, თვალისა და თხემის არეში. მიყენებული დაზიანებებით ქალი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.