35 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან 

09 აპრ 2024

9 აპრილს დაღუპული 21 მოქალაქე გაიხსენეს ქედაში და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ქედის მერიის, საკრებულოსა და საზოგადოების წარმომადგენლებმა 9 აპრილის პარკში მემორიალი ტიტებითა და გვირგვინებით შეამკეს.

დაღუპულების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სხალთის ეპარქიის დეკანოზებმა  ევდემოზ ალელიშვილმა და  ბართლომე ჩხიკვაძემ გადაიხადეს. 

საგალობლები ქედის კულტურის ცენტრთან  არსებულმა ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა "ელესამ"  შეასრულა.