23 აპრ 2024
წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა შუახევში. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში მწერლისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი მახარაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, სადაც მწერლის რომანების და მოთხრობების პრეზენტაცია და განხილვა მოხდა.