16 ივნ 2024
ყურბან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობენ ქედაში. სოფელ კოლოტაურის მეჩეთში დილით ადრე სადღესასწაულო ლოცვა მეჩეთის წინამძღოლმა აღავლინა. ნოდარ მახარაძემ, მრევლს დღესასწაული მიულოცა და რწმენის სიმტკიცე უსურვა. ლოცვა ქედის ყველა მოქმედ მეჩეთში შესრულდა.