ავტოსაგზაო შემთხვევა ხელვაჩაურში

26 ივნ 2024

ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი "აჭარული ღვინის სახლთან'' გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და კლდეს შეეჯახა. 

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მუშაობენ.