„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი

01 ოქტ 2024

ქედაში „ქართული ოცნების„ მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართა. წინასაარჩევნო სააგიტაციო ღონისძიებაში მოწვეული ბენდები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

გამომსვლელებმა ადგილობრივებს სიტყვით მიმართეს. მსგავს ღონისძიებებს ''ქართული ოცნება'' დემოკრატიული საქართველო ყველა მუნიციპალიტეტში მართავს.