ქედაში მეფუტკრეებს სკები გადაეცათ

17 დეკ 2024

ქედაში მეფუტკრეებს 600-მდე სკა გადაეცათ. სკების დარიგება აჭარის აგროსერვის ცენტრის „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდა.

მეფუტკრე ფერმერებს და სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებს აგროსერვის ცენტრის 70%-იანი თანადაფინანსებით გადაეცათ.

ქვეპროგრამა მეფუტკრეობის დარგის განვითარების, ფუტკრის ოჯახების გამრავლებისა და ამორტიზებული სკების ჩანაცვლების მიზნით ხორციელდება.

პროგრამა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს და ჯამში მეფუტკრე ფერმერებზე 2000 ერთეული სკა გადაეცათ.