საახალწლო ღონისძიებები შუახევში

23 დეკ 2024

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს შუახევში. სადღესასწაულოდ მოირთო  მერიის მიმდებარე ტერიტორია , სადაც მოწყობილია    საშობაო ბაზრობა  , ბავშვებისათვის  კი   გასართობი სივრცეები. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები ზრუნავენ. 

მოეწყობა მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა და ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან. პარალელურად გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლის მოსწავლეები, ბენდი ,,117“ , კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები და მოწვეული შემსრულებლები მიიღებენ. საღამოს დაგეგმილია მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხის ანთება და ფეიერვერკი.