ბავშვთა დაცვის დღე ქედაში

01 ივნ 2025

ქედაში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკში ბავშთა დაცვის დღე აღინიშნა. მოეწყო დეკორატიული სივრცეები, სოფლის იმიტაცია, საქანელა და ხატვის სივრცეები.

პატარების გართობაზე ანიმატორები და მულტფილმის გმირები ზრუნავდნენ.

ჩატარდა საბავშვო კონცერტი სადაც ქედის სახელოვნებო სკოლასთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ.