ახალგაზრდული რეგიონული ცენტრის საქმიანობის შეჯამება

19 დეკ 2025

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის 2025 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ .
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა დამსწრე საზოგადოებას 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შედეგები გააცნო.
ასევე წარმოდგენილი იყო 2026 წლის პრიორიტეტები და დაგეგმილი ახალი ინიციატივები.
ღონისძიების მონაწილეებმა სხვადასხვა პროგრამასა და აქტივობაში მონაწილეობის შედეგად მიღებული გამოცდილება გააზიარეს.
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდების საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობას, კარიერულ განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწევს მხარდაჭერას.